04 July 2014

შეწყალების კომისიას ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს

კომისიის ახალი თავმჯდომარე პრეზიდენტმა წარადგინა. გიორგი მარგველაშვილმა კომისიის ძველ ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ახალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.

როგორც მოგეხსენებათ, კომისია რამდენიმე ხანი არ მუშაობდა, რადგან მისი თავმჯდომარე საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. მინდა საზოგადოებას ახალი თავმჯდომარე წარვუდგინო, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო. ზვიად ქორიძე წლების განმავლობაში ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობდა და ის საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში გააგრძელებს იმ ჰუმანური და ტოლერანტული პრინციპებით, რომლითაც 2013 წლიდან მუშაობდა. მინდა ასევე კომისიის ძველ თავჯდომარეს წარმატევბეები ვუსურვო და ვთლვი, რომ საკრებულომ მისი სახით ძლიერი დეპუტატი შეიძინა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

No comments:

Post a Comment