ხუთსართულიანი შენობა, რომლის საერთო ფართი 1558 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს შენდება. ნაგებობა ხანძარსაწინააღმდეგო და კონდიცირების თანამედროვე სისტემებით იქნება აღჭურვილი.
ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის - სულ 284, 509 საარქივო დოკუმენტი განთავსდება.
მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
No comments:
Post a Comment