04 July 2014

დავით ნარმანია ნიკა მელიას დებატებში იწვევს (ვიდეო)

"ქართული ოცნებისთბილისი მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამნაციონალური მოძრაობისკანდიდატი ნიკა მელია დებატებში მიიწვია.
ამის შესახებ კოალიციაქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბის პრეს-სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა.
აღნიშნული წინადადება ნიკა მელიას უკვე გაეგზავნა.

არჩევნების მეორე ტურის წინ დებატების შემდეგი პირობებით შესთავაზა: საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაცია პოლიტიკურ დებატებს ორგანიზებას გაუწევს, რომლეშიც კონკურენტი მხარის დასტურის შემთხვევაში, თბილისის მერობის კანდიდატები დავით ნარმანია და ნიკანორ მელია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დებატებში მონაწილეობას მიიღებს ყველა ნაციონალური მაუწყებელი, თითოეულ მათგანს საშუალება მიეცემა გამოყოფილ დროში ორივე მათგანს კითხვები დაუსვას და მათგან ამომწურავი პასუხი მიღოს“, - განაცხადა გეგეჭკორმა.


No comments:

Post a Comment