04 July 2014

გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის ყოფილი მერს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი დღეს წარედგინა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

No comments:

Post a Comment