30 July 2014

21 წლის ოთო გურგენიშვილმა ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თვითონ კი დაიღუპა (ვიდეო)


რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაცდიდი სისწრაფით მიმავალიმერსედესის ჯიპიმას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.

ოთო გურგენიშვილისაქართველოს ბანკსადა სადაზღვევო კომპანიაალდაგშიპიარის და  გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა.

ის პოეზიითაც იყო გატაცებული. ოთოს ლექსებიფეისბუქზეშექმნილ გვერდზეოთო გურგენიშვილის პოეზიაქვეყნდებოდა. ამ გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ასეთია:

ბიჭებო (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია“.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, ოთომ გვერდზე დედამისის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით ! მიყვარხარ დედა“.




No comments:

Post a Comment