30 July 2014

უცნაური შენობები (ფოტო)



მომავალი ახლა დუბაში, ლონდონში და ყველა იმ ქალაქშია, რომელთაც სახე ამ ახალი და უცნაური ფორმის შენობების წყალობით იცვალესთუკი ადრე კლასიკური სტილის ნაგებობი იზიდავდა ვიზიტორებს ქვეყნის მოსანახულებლად, ახლა ტურისტების ბუმს, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე არქიტექტურა იწვევს.

ეს ფუტურისტული შენობები მხოლოდ ვიზუალური ეფექტის მატარებელნი არ არიან, ისინი ბევრი ისეთი პრობლემის გადასაჭრელად ააგეს, როგორებიცაა, მაგალითად, წყლის შეგროვება ღრუბლებიდან, ელექტრო მანქანების დასატენი მოედანი, სახურავზე გაშენებული ტყე და ..

მსგავს შენობებს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში შეხვდებით და ყველას ჩამოსათვლელად გვერდები არ გვეყოფოდა ამიტომ გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.



ოსლო, ნორვეგია
რენცო პიანოს მიერ შექმნილი კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ოსლოს მიტოვებულ ნავსადგურზე 2012 წელს გაიხსნა. იგი ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს და შედგება მუზეუმის, საოფისე შენობისა და კულტურის ცენტრისაგან, რომლებიც ერთმანეთს ხიდების საშუალებით უკავშირდებიან. ხელოვნებისა და კულტრის ცენტრი განლაგებულია ახალ სანაპიროზე, რომელიც იწყება ოქერ ბრიგედან და სრულდება მცურავ ნავსადგურთან, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ ვიზუალურ კავშირს ზღვასთან.




პალაცო ლომბარდია, მილანი, იტალია
პალაცო ლომაბრდიის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. იგი, როგორც არქიტექტურული ნამუშევარი, 21- საუკუნის ერთ-ერთი გმორჩეული შენობაა.
ეს შენობა კონსტრუირებულია Pei Cobb Freed & Partner-ის მიერ. 525 სართულიანი შენობა ნათელ საოფისე ფართებს გარე სამყაროსთან აკავშირებს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან უდიდესი, ჩიტა დი ლომბარდია გადახურულია გამჭვირვალებალიშებით“, რომლებიც დამზადებულია ეტფეს ფირფიტებისგან (ფტორზე დამზადებული პლასტმასი) მაშინ, როდესაც დანარჩენი მაღალ ტექნოლოგიებსა და ეკოლოგიაზე ორიენტირებული შენობები გადახურულია მწვანე სახურავებით, აქვთ კლიმატურად აქტიური კედლები და გათბობის გეოთერმული 
სისტემები.



პეროს ბუნებისა და მეცნიერების მუზეუმი, დალასის შტატი, აშშ
პეროს მუზეუმი გაიხსნა 2012 წელს. მისი ტერიტორია მოიცავს 180 000 კვ/კმ. იგი დაპროექტებულია პრიცკერის პრიზის მფლობელი არქიტექტორის ტომ მაინის მიერ, რომელიც თავად წარმოადგენს მეცნიერული პროგრესის მნიშვნელოვან ნაწილს. მის მიერ დაარსებულმა კომპანიამ – “Morphosis Architects“ – მიზნად დაისახა, რომ შეექმნა ლამაზი ურბანული გარემო, როელიც თავის თავში მოიცავს გამწვანების პრინციპებს.

პეროს მუზეუმის ტერიტორიაზე შეხვდებით 54 ფუტის სიგრძის ესკალატორს, რომელიც მთლიანად შუშაშია ჩასმული. ასევე მილის ფორმის სტურქტურას, რომელიც შენობის გარეთაც ვრცელდება. მის სახურავზე მოყვანილია გვალვაგამძლე მცენარეთა სახეობები. აქ ასევე ნახავთ “Leap Frog Forest” -მხტუნავი ბასყაყების ტყეს მანათობელი ამფიბიებით.


გალაქსის სოჰო შენობა, პეკინი
სოჰოს ნაგებობა მდებარეობს პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში, ქვეყანაში, სადაც მშენებლობები სინათლის სისწრაფით მიმდინარეობსსოჰოს შენობა დაპროექტებულია ირანული წარმომავლობის ბრტიანელი არქიტექტორის ზეჰრა ჰადიდის მიერ-პირველი ქალი არქტიქტორი, რომელსაც მიღებული აქვს პრიცკერის ჯილდო. ეს 18 სართულიანი შენობა მოიცავს საოფისე ფართებს, სუპერმარკეტებსა და გასართობ კომპლექსებს. ნაგებობა შედგება ოთხი გუმბათოვანი სტრუქტურისგან, რომლებიც ერთმანეთს ხიდებითა და პლატფორმებით უკავშირდებიან. ძირითადად გამოყენებულია ალუმინი, ქვა, შუშა და უჟანგავი მეტალი.


კრისტალი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ეს დინამიური, დაბალსართულიანი შუშის შენობა, ცნობილი როგორც ერთ-ერთი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ნაგეგბობა, მასპინძლობს უდიდეს გამოფენას ურბანული მდგრადობის შესახებ.

კირსტალი მდებარეობს ლონდონის ნიუ გრინ ენტერპრაიზის უბნის ცენტრში. შენობის დიზაინი სწორედ კრისტალის ფორმების მიერ არის ინსპირირებული. იგი ეძღვნება ურბანულად მრავალფეროვან მსოფლიოსა და კრისტალის სასახლეს, რომელიც აიგო 1851 წელს ლონდონის დიდი გამოფენისთვის, სადაც წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევები.

კრისტალის შენობაში მიმდინარეობს წვიმის წყლის შეგროვება, შავი წყლებით მკურნალობა, გამოიყენება მზის ენერგია და აქ მდებარეობს ელექტრო მანქანების დასატენი მოედანი.


ბურჯ ხალიფა, დუბაი, არაბთა გაერთიანებული ემირატები
ბურჯ ხალიფა გაიხსნა 2010 წელს და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაგებობად. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი სიმაღლეა (2,716.5 ფუტი) იგი ასევე არის ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი შენობა სართულების ყველაზე მეტი რაოდენობითა და ექსკავატორით, რომელიც ყველაზე დიდ მანძილს გადის. ბურჯ ხალიფას კოშკი შედგება სამი ნაწილისაგან, როლებიც ცენტრის გარშემო არიან განლაგებულნი. ეს ნაგებობა მიმზიდველი არა მოხლოდ არქიტექტურული თვალსაზრისით, არამედ სპარსეთის ყურეზე გადაშლილი ხედებითაც. თუკი შენობას ზემოდან დახედავთ, დაინახავთ მსგავსებას დიზაინთან (ხახვის ფორმის გუმბათი), რომელიც გავრცელებულია ისლამურ არქიტექტურაში.


ორდოს მუზეუმი, ჩინეთი
სპილენძისფერი, ტალღოვანი ფორმის მქონე ორდოსის მუზეუმი ირეკლავს გობის უდაბნოს, როელიც ცენტრალურ მონღოლეთში მდებარეობსორდოს მუზეუმი შექმნილია ჩინური არქიტექტურული კომპანია მადის მიერ, რომელიც ცნობილია თავისი მოძრავი ნამუშევრებითა და კრეატიული ურბანული დაგეგმარებით.








W57 პირამიდა, ნიუ-იორკი, აშშ
ეს შენობა დაპროექტებულია დანიელი არქიტექტორის ბიარკე ინგლესის მიერ. ეს მისი პირველი არქიტექტურული ნამუშევარია ჩრდილო ამერიკაში. W57 პირდამიდა წარმადგენს საცხოვრებელ სახლს და მდებარეობს მე-10 და მე-11 გამზირებს შორის.
პირამიდის ხედი იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელი მხრიდნ აკვირდებით მას. დასავლეთის მხრიდნ მას დაპრესილი შენობის ფორმა აქვს, ხოლო 58- ქუჩიდანწვრილი სპირალის. ინგლესის თქმით, ეს შენობა წარმოადგენს კოპენჰაგენის სამეფო სასახლისა და ნიუ-იორკული ცათამბჯენების ჰიბრიდს.


კატარის ნაციონალური მუზეუმი, დოჰა, კატარი
კატარის პატარა ნაცია დიდ იმედებს ამყარებს ნაციონალურ მუზეუმზე, რომლის წყალობითაც ვარაუდობენ, რომ კატარი ერთ-ერთი კულტურული ქვეყანა გახდება. პირვანდელი მუზეუმი 1975 წელს გაიხსნა შეიხ აბდალ ბენ ჯასემ ალ-ტანის რესტავრირებულ სასახლეში. მოგვიანებით მისი დიზაინი შეცვალა ფრანგმა არქიტექტორმა ჟან ნოუველმა, რომელიც ინსპირირებული იყო უდაბნოს ვარდის ფორმის მიერ. ნაგებობა სწორედაც რომ წააგავს ვარდს. იგი შედგება მინის კონსტრუქციებისაგან, რომელებიც ყვავილის ფურცლებს მოგაგონებთ.


ღვინის მუზეუმი, ლავო, შვეიცარია
შვეიცარული კომპანია “Mauro Turin Architectes” გეგმავს მუზეუმის გამაგრებას მთების მხრიდან, საიდანაც იშლება ხედი ძველ ვენახებზე, რომელთაგან ზოგიერთი მე-11 საუკუნით თარიღდება. ალბათ, ვერავინ წარმოიდგნედა თუკი ტექნოლოგიური წინსვლები ამ უძველეს ადგილებსაც შეეხებოდა.

მნახველებს საშუალება ეძლევათ ისეირნონ შუშისა და მეტალის ბილიკებზე, რომლებიც იწყება კლდიდან და მთისკენ მიემართება. გამჭვირვალე ბილიკების წყალობით ულამაზესი ხედი იშლება ვენახებსა და ჟენევის ტბაზე.

No comments:

Post a Comment