საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ თემურ გიორგაძის განცხადებით, „მომხდარი აფეთქების შედეგად შესაძლოა, ნახევარი გლდანი აღარ ყოფილიყო“. ამის შესახებ გიორგაძემ გლდანში „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ განაცხადა.
„მასშტაბური ხასიათის ხანძარი იყო და რაც მთავარია, ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ 40-მდე სავსე რეზერვუარი აფეთქებულიყო. ჩათვალეთ, რომ შესაძლოა, ნახევარი გლდანი აღარ ყოფილიყო მსგავსი სიმძლავრის აფეთქების შემთხვევაში. რაც მთავარია, ახლა ხანძარი ლოკალიზებულია და აღარანაირი საფრთხე აღარ არის“, - განაცხადა გიორგაძემ.
წყარო: www.frontnews.ge
No comments:
Post a Comment