მე მჯერა, რომ ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს ერთობა ჰქვია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი გეგმავს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს.
“ჩემი შეფასება, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ეს იქნება ისეთი ნაბიჯი, რომელიც ოსი ხალხისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ მჯერა, რომ ეს არ მოხდება და ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს ერთობა ჰქვია “, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
No comments:
Post a Comment