"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მზად არის, მეორე ტურის პირობებში დედაქალაქის მერობისათვის იბრძოლოს.
როგორც ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს თანამდებობა მისთვის ზეპარტიულია და გამარჯვების შემთხვევაში იქნება ყველას მერი – პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
"ვპირდები თბილისელებს, გამარჯვების შემთხვევაში ვიქნები დედაქალაქის მერი, რომელიც ნებისმიერი თბილისელის პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, იქნება მასთან ახლოს. ეს არის ზეპარტიული არჩევნები, სადაც ყველას უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ირჩევს მერს, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს უფლება, ატარებდეს რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ინტერესს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე შეფასებით, 15 ივნისის არჩევნებმა დაადასტურა, რომ თბილისელებისთვის მიუღებელია მერი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ერთი კონკრეტული ადამიანის წინაშე.
No comments:
Post a Comment