27 June 2014

ქარელის რაიონში რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ

გავრცელებული ინფორმაციით ქარელის რაიონში, სოფელ ატოს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების ერთი ნაწილი ახსნეს , ნაწილი კი კვლავ ადგილზე დატოვეს.
ცოტა ხნის წინ რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხედრო ჯიხურიც დადგეს, გარდა ამისა შეინიშნება ქვეითებისა და სამხედრო სატრანსპოტრო საშუალებების გადაადგილება.
ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა, რუსი ე.წ. მესაზღვრეები აღნიშნული მავთულხლართის სოფლის სიღრმეში გადმოწევას აპირებენ.

წყარო: www.ctv.ge

No comments:

Post a Comment