16 June 2014

აბა თქვენ იცით, გააგრძელეთ სირაქლემობა... - ხათუნა ლაგაზიძე ,,ქართულ ოცნებას“

წინასწარი შედეგებით, გამოდის, რომ "ნაციონალები" მხოლოდ შვებულებაში გაგიშვიათ, "დამსახურებული" დასვენებისთვის ...

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ეხმაურება.
,,რეალურად დაიმსხვრა "ქართული ოცნების" ოცნებები. თავად ხომ ყველაზე უკეთ იციან, რეალურად როგორ წააგეს ბევრზე ბევრ საარჩვენო უბანსა თუ ოლქში. აბა თქვენ იცით, გააგრძელეთ სირაქლემობა ასეთივე ტემპებით, ფულს დახარბება, ნარცისზმი, ურთიერთდაჭმა, საღი აზრის კატეგორიული მიუღებლობა, ურეიტინგო, უფრო მეტიც, ხალხისთვის მიუღებელი კანდიდატების წამოყენება და სწრაფი ტემპით იარეთ, არა კი არ იაროთ, ირბინეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ, ხელისუფლების დათმობისკენ. წინასწარი შედეგებით, გამოდის, რომ "ნაციონალები" მხოლოდ შვებულებაში გაგიშვიათ, "დამსახურებული" დასვენებისთვის ... რაც შეეხება მეორე ტურს, თავისთავად ის ვიშვიშვის კი არა, სწორედ რომ დემოკრატიის მაჩვენებელია ზოგადად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში "ოცნებას" სავიშვიშოდ ნამდვილად აქვს საქმე. მომავალი კი ჩვენია“, - წერს ლაგაზიძე ,,ფეიბუქის“ გვერდზე.

No comments:

Post a Comment