16 June 2014

ირაკლი ღარიბაშვილი - არ გვაქვს უფლება, მარნეულში ხალხის არჩევანს არ დავემორჩილოთ

ჩვენ არ გვაქვს უფლება, მარნეულში არ დავემორჩილოთ ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მარნეულის მოსახლეობამ ხმა მისცა "ქართული ოცნების" კანდიდატს, რომელმაც ვადის გასვლის გამო საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა ვერ შეძლო. 
"საინტერესო მაგალითი მოხდა მარნეულში. მიხუედავად იმისა, რომ ჩვენ რჩევა მივეცით ჩვენ კანდიდატს, მოხდა ის, რომ მარუნეულის მოსახლეობამ ხმა მისცა "ქართული ოცნების" კანდიდატს. ჩვენ უფლება არ გვაქვს დავემორჩილოთ ხალხის არჩევანს. ჩვენმა კანდიდატმა ვადების გასვლის გამო ვერ შეძლო, კანდიდატურა რეგისტრაციიდან მოეხსნა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარნეულში გამგებლის არჩევნებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა – მერაბ თოფჩიშვილმა მიიღო. "ქართულმა ოცნებმა" მას კანდიდატურის მოხსნის რეკომენდაციით მიმართა, რაც ადგილობრივებს შორის დაძაბულობის თავიდან აცილების მიზეზით ახსნა. თუმცა, შესაბამისი ვადების ამოწურვის გამო, იგი რეგისდტრაციიდან ვერ მოიხსნა და მისი გვარი ბიულეტენებშიც დარჩა. 
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თოფჩიშვილს თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში ამომრჩეველთა 52,48 %-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე – 31,75 % არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი, თუმცა იმის გამო, რომ თოფჩიშვილმა კანდიდატურა მოხსნა, წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ლიდერად სწორედ ის ითვლება. 
აღნიშნული მონაცემები დაანგარიშებულია მარნეულის 86 უბნიდან 79 უბნის შედეგების დათვლის შედეგად.

No comments:

Post a Comment