25 June 2014

ნარმანია-მელიას დებატების დეტალები – სად იქნება “ნეიტრალური ტერიტორია”

თბილისის მერობის კანდიდატებისდავით ნარმანიას და ნიკა მელიას დებატების ორგანიზებისთვის კოალიციაქართულმა ოცნებამ“ USAID - მიმართა.
როგორც  დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა განაცხადა, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კოალიციაქართული ოცნებისშტაბში პარტიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს.
ყანდიაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურამდე ცოტა დროა დარჩენილი, 6 -ვე ტელეკომპანიაში დავით ნარამანია დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ერთი კონკრეტული ტელევიზიის არჩევა კი, ყანდიაშვილის თქმით, კოალიციის მხრიდან არასწორი იქნება.

ვადასტურებ, რომ ჩვენ დღეს ტელევიზიების ხელმძღვანელებს შევხვდით, გუშინ პირადად მე დავურეკე მათ და ვთხოვე, რომ მოსულიყვნენ და დებატების თემაზე ჩამოვყალიბებულიყავით. ტელევიზიების ხელმძღვანელებს ავუხსენით, რომ მეორე ტურამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო ვერ შევძლებდით დებატებთან დაკავშირებით ექვსივე ტელევიზიის შემოთავაზებას დავთანხმებოდით. ჩვენ ტელევიზიებს შევთავაზეთ, რომ USAID-მა აიღოს საკუთარ თავზე ამ დებატების ორგანიზება, თავად გადაწყვიტონ, სად გაიმართება დებატები, რომელიმე პავილიონში თუ სხვაგან და არა რომელიმე ტელევიზიაში. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ორგანიზატორები, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მხარე. როგორც კი დათანხმდება USAID- ჩვენს შეთავაზებას, გაიმართება ტელევიზიებთან შეხვედრა, შეთანხმდებიან ფორმატზე, ამ ორ კვირაში 6 დებატი ძალიან ბევრია, ჩვენ გამორიცხვის პრინციპით ვერანაირად ვერ ავირჩევდით ერთ კონკრეტულ ტელევიზიას. USAID- მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი დებატების დაგეგმვის დიდ გამოცდილება აქვს“, – განუცხადაკვირასნონა ყანდიაშვილმა.

No comments:

Post a Comment