12 January 2015

რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია ბრიუსელში

ბრიუსელში სამართალდამცავებმა გაზეთ Le Soir-ის რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განახორციელეს, რასაც წინ უძღოდა მუქარის შემცველი ანონიმური ზარი. ამის შესახებ გაზეთის ვებგვერდი იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო ზარისას უცნობმა პირმა განაცხადა, რომ აფეთქების მუქარას სერიოზულად მოკიდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზეთის ოფისში ბომბი აფეთქდებოდა. მანვე მოითხოვა, რედაქციამ შეწყვიტოს "შარლი ებდოსთან" დაკავშირებული სიახლეების გაშუქება.
პოლიციამ რედაქციასთან ახლოს მყოფი სხვა შენობებიდანაც განახორციელა მოსახლეობის ევაკუაცია.
პარიზში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა პატივის მისაგებად ბრიუსელში ათიათასიანი მარში გაიმართა.

No comments:

Post a Comment