17 June 2014

ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო უბანზე ტაშით დახვდნენ

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიის სოფელ ნატანებში 61-ე უბანზე მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე მისულ ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს შეკრებილები ტაშით დახვდნენ.

ორგანიზაცია "მოქალაქეს" დამფუძნებელმა არჩევანის გაკეთების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში არის ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი დემოკრატია, ეს პროცესი გრძელდება და "ეს არჩევნებიც ამის სამტკიცი იქნება, ისევე როგორც წინა არჩევნები".


No comments:

Post a Comment