საიას თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუშაობდა ერთ–ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფოსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა და საიას მოსაზრებით ამ კონკრეტულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იკვეთება:
“საიამ რამდენიმე
თვის წინ გააკეთა განცხადება და ჩვენ იქ პირდაპირ ვთქვით, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქმედებაში
დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, ეს გახლავთ სახელმწიფოსა და ბადრი პატარკაციშვილის
ოჯახს შორის საერთაშორისო არბიტრაჟის პერიოდში გაფორმებული შეთანხმება. ჩვენ ვთვლით,
რომ შეთანხმების რამდენიმე პირობა მართლაც დამაფიქრებელი იყო, კერძოდ იმ შეთანხმებაში
ეწერა მაგალითად ერთი სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდული და მიუღებელი რამ, რომ
სახელმწიფო კერძო პირებს შეუთანხმდა, რომ ამ შეთანხმების თანახმად გადასცემდა მესამე
პრის ქონებას. როგორ შეიძლება პეტრე შეუთანხმდეს პავლეს, რომ გადასცემს ივანეს ქონებას
და ივანეს არაფერი კითხოს? მარტივად რომ ვთქვათ ასეთი შემთხვევა იყო რუსთავის მეტალურგიულ
ქარხანასთან დაკავშირებით”, – აცხადებს კოჟორიძე.
საიას თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნული ხელშეკრულება პრეზიდენტის
უშუალო ჩარევის გარეშე ვერ
გაფორმდებოდა:
“იუსტიციის
მინისტრის მაშინდელი მოადგილე ბურჯალიანი
უშუალოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, პრეზიდენტმა
მისცა მინდობილობა, რომ მას
ასეთი სახის ხელშეკრულება დაედო
და შემდეგ როგრც
ჩვენთვის ცნობილია პრეზიდენტის აქტით
მოხდა ამ შეთანხმების
საიდუმლო დოკუმენტად გამოცხადება, შესაბამისად
პრეზიდენტის ჩართულობა ამ საქმეში
ჩანს და ამიტომ
ჩვენ ვთქვით, რომ
იკვეთება ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება, რაც აუცილებლად
საჭროებს შესწავლას”, – ამბობს კოჟორიძე.
რაც შეეხება სხვა საქმეებს
და თანამდებობის პირებს,
რომლებსაც ყოფილ პრეზიდენტთან ერთად
წარუდგინეს ბრალი, კოჟორიძის თქმით,
საია დეტალურ ინფორმაციას
ამასთან დაკავშირებით არ ფლობს:
“სხვა საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ
ისეთი დეტალური ინფორმაცია არ
გვაქვს, რომ ვთქვათ,
რომ დასტურდება, არ
დასტურდება და ა.შ. თუკი
ეს დასტურდება ჩვენ
ვერ ვიტყვით, რომ
რადგან ამ საქმეს
ახლავს პოლიტიკური მხარე, ამის
გამო თავი უნდა
შეეკავებინათ. საია
არ ფიქრობს, რომ
პოლიტიკური პროცესის გამო სამართლებრივი
პროცედურების განხორციელებაზე უარი უნდა ვთქვათ”,
– აცხადებს კოჟორიძე.
საიას თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ იმ
შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილის
მიერ დანაშაულის ჩადენა
კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, პროკურატურის ქმედება მისთვის ბრალის
წარდგენის თაობაზე, გაუმართლებელი არ
არის.
“რაზეც პროკურატურამ ისაუბრა, რომ ყოფილი
თუ მოქმედი თანამდებობის
პირები კანონის წინაშე არიან
თანასწორი და დაუსჯელობას
უნდა ვებრძოლოთ, ეს
ჩვეულებრივი ლეგიტიმური მიზანია, ამასთან
დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ
არსებობს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში
მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა თუ არა
დანაშაული ამას კონკრეტული მტკიცებულებები
სჭირდება. შეიძლება რიგით ადამიანებს,
საზოგადოებას, მედიას, ჰქონდეთ ასეთი
შეხედულება და პირადი
მოსაზრება, რომ რაც
ტელეკომპანია “იმედს” გადახდა, რაც
7 ნოემბერს მოხდა, ან 26 მაისს
და მსგავსი ტიპის
საქმეები, ეს ყველაფერი
ვერ მოხდებოდა პრეზიდენტის
პირადი ჩართულობის გარეშე, მაგრამ
ერთია რა კითხვებს
სვამს საზოგადოებადა მეორეა არსებობს თუ
არა კონკრეტული მტკიცებულებები,
კონკრეტული მოწმეები, რომლებიც ამბობენ,
რომ უშუალოდ სააკაშვილმა
გასცა ასეთი ბრძანება, უშუალოდ
მისი გადაწყვეტილებით მოხდა
ესა და ეს.
ეს ყველაფერი კონკრეტულ
მტკიცებულებებზე უნდა დავიდეს. ამ
ეტაპზე ჩვენ არ ვიცით
ეს ყველაფერი რა
მტკიცებულებებით არის გამყარებული”, – აცხადებს
კოჟორიძემ.
წყარო: www.netgazeti.ge
No comments:
Post a Comment