11 May 2015

ბოლნისის რაიონში საქართველოს მასშტაბით ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმო იხსნება

ხვალ ბოლნისის რაიონ სოფელ აკაურთაში საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმო “ABD Georgia”   ოფიციალურად იხსება.

საწარმოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და“ABD Georgia”-ს  გენერალური დირექტორი ევგენია ხოხლოვა გახსნიან.

 “ABD Georgia” არის საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში მეღორეობის უმსხვილესი კომპლექსი, რომელიც ცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების/სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, ქალაქ ბოლნისის მახლობლად სოფელ აკაურთაში. “ABD Georgia” ასევე შედის უკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში კომბინირებული საკვების წარმოებისა და ღორების მოშენების ლიდერია. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ ა.შ.შ დოლარს, ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 250 –მდე ადამიანი.

„ABD Georgia“  სამარკო ნიშან „Delicia“-ს სახით არის  წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. „ABD Georgia“  30- მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა  და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია, ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ, საკუთარ ფერმაში  მოწეული ღორის ხორცისგან.   ამ ეტაპზე, "ABD Georgia” -ს 20 000 ღორზე მეტი ყავს.

No comments:

Post a Comment