13 July 2014

ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, ყველა საარჩევნო ოლქში კოალიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ.
ცსკის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 100%.
მეორე ტურში მერობის შემდეგმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს: თბილისში (დავით ნარმანია - 72.47%), თელავში (პლატონ კალმახელიძე - 70.61%), რუსთავში (დავით ჯიქია - 64.77%), მცხეთაში (ავთანდილ ნემსიწვერიძე - 62.99%), გორში (ზურაბ ჯირკველიშვილი - 62.23%), ოზურგეთში (ბეგლარ სიორიძე - 58.9%), ფოთსა (ირაკლი კაკულია - 72.38%) და ბათუმში (გიორგი ერმაკოვი - 77.29%).
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატები აირჩიეს ცამეტი თვითმმართველი თემის გამგებლად.

ყვარლის გამგებელი იქნება ილია მზექალაშვილი (79.95%), თელავი - ალექსანდრე შათირიშვილი (70.93%), ახმეტა - ბექა ბაიდაური (59.19%), თიანეთი - ლელა ქიტესაშვილი (64.5%), გორი - დავით ონიაშვილი (66.95%), თერჯოლა - თეიმურაზ ჯაფარიძე (61,44%), ბაღდათი - ირაკლი გეგეშიძე (56.44%), ხონი - ჯემალ მებუკე (58.23%), ტყიბული- რობინზონ გვენეტაძე (68.81%), ლანჩხუთი - ზაზა ურუშაძე (56.12%), მარტვილი - ალექსანდრე გრიგალავა (88.64%), ქობულეთისულხან ევგენიძე (76.3%), ხულო - ბესიკ ბაუჩაძე (59.42%).

No comments:

Post a Comment