29 July 2014

ომში დაღუპული სამხედროებისა და სამოქალაქო პირების დახმარება 1000 ლარი გახდება


თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, იმ სამხედრო მოსამსახურისა, თუ სამოქალაქო პირის ოჯახს, რომელმაც თავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცვას შესწირა, 500–ლარიანი ყოველთვიური დახმარება დაენიშნა, რაც 2015 წლის 1 იანვრიდან 1000 ლარამდე გაიზრდება.

"100 000 ლარიანი დახმარება იქნა გამოყოფილი იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრები დაკარგეს საერთაშორისო ოპერაციებში. ეს უკვე სამართლებრივად გაფორმდა. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ყველა სამხედრო მოსამასახურისა და ასევე მოქალაქის ოჯახს, რომელიც იბრძოდა საკუთარი ქვეყნისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა, 500–ლარიანი ყოველთვიური დახმარება დაენიშნათ, რომელიც 1 იანვრიდან 1000 ლარამდე გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

No comments:

Post a Comment