საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. როგორც
"ინტერპრესნიუსს"
ტურიზმის
ეროვნული
სააგენტოდან
აცნობეს
, უკრაინული
Yan Air კიევის
ჟულიანის
აეროპორტიდან
ბათუმის
მიმართულებით
პირველ
ავიარეისს
სამ
დღეში
შეასრულებს,
1-ელი
ივლისიდან
კი
თბილისის
მიმართულებით
იფრენს.
"ავიაკომპანია Yan Air ყოველ ოთხშაბათს და შაბათს კიევი-ბათუმი-კიევის რეისს შეასრულებს. ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას კიევი-თბილისი-კიევის რეისი შესრულდება და ათასობით მგზავრის გადაყვანა მოხდება", - აცხადებენ ტურიზმის
ეროვნულ
ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანიის ფლოტი თანამედროვე
ლაინერებისგან
შედგება.
ავიაკომპანიის
შემადგენლობაშია
Airbus 320-ის და შააბ 340-ის თვითმფრინავები.
"ბოლო თვეებში უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანიებმა
ათზე
მეტი
დამატებითი
და
ახალი
რეისი
დანიშნეს.
მიზეზი
უკრაინიდან
საქართველოში
ტურისტების
ნაკადის
უპრეცენტო
ზრდა
არის.
ახალი
რეისების
დასანიშნად
მოლაპარაკებებს
უკრაინულ
ავიაკომპანიებთან
ტურიზმის
ეროვნული
ადმინისტრაცია
მართავდა",
- განმარტავენ
სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უკრაინიდან საქართველოს 126 797 საერთაშორისო
მოგზაური
ესტუმრა,
მატება
2012 წლის
ანალოგიურ
მაჩვენებელთან
შედარებით
66%-ია.
წელს
საქართველო
დაახლოებით
250 ათას
უკრაინელ
ვიზიტორს
ელოდება.

No comments:
Post a Comment