05 February 2015

"როცა საჭირო იქნება, პარლამენტში აუცილებლად მივალ"

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, როცა პარლამენტში მისვლის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივალ. თუ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, იდეეების დონეზე საუბარი არ იქნება ნორმალური ჩვენი მხრიდან. როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, ვისაუბრებთ კიდეც და თუ საჭირო იქნება, სხვა ღონისძიებებსაც ჩავატარებთ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

No comments:

Post a Comment