05 February 2015

"არის მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც უკრაინაში მოხდა"

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ.
როგორც გიომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს.
"არის სხვადასხვა ინფორმაცია, სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს", - აღნიშნა გომელაურმა.

No comments:

Post a Comment