28 July 2014

კახა კალაძე - ასეთი გახარებული "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო ორი წელია, არ მინახავს


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგოსისტემაში მომხდარ ავარიასთან მიმართებაში ოპოზიციის რეაქციით გაკვირვებულია და აცხადებს, რომ ასეთი გახარებული "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო 2 წელია არ უნახავს.
ამასთან დაკავშირებით კალაძემ განცხადება დღეს, ენერგეტიკის სამინისტროში სისტემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
"ასეთი გახარებული "ნაციონალები" მე არ მინახავს უკვე 2 წელია. ძალიან საინტერესო იყო მათი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო 2 საათის განმავლობაში ჩაბნელდაძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ ამ ყველაფრით, მაგრამ არაუშავს. უფრო საინტერესო თვეები გველოდება წინ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ელექტროენერგია 2 საათით გაითიშება, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ ლიდერს არ მოუწევს პასუხის გაცემა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე", - განაცხადა კალაძემ.


წყარო: www.ipn.ge

No comments:

Post a Comment