17 June 2014

საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 18-19 ივნისს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება.

სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და სერჟ სარგსიანი პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში სერჟ სარგსიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება, ის ასევე საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

No comments:

Post a Comment