17 June 2014

ვინ ისაუბრებს ხავერდოვანი ხმით ამას ერთად ვნახავთ-ინაშვილი "ნაციონალებს" ციხით ემუქრება

ჩემი პოლიტიკური გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ ეს კრიმინალური დაჯგუფება მოხვდეს ციხეში და აგოს პასუხი.ეს განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავის-2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" სუბრისას გააკეთა. ინაშვილმა ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაოაბის" ლიდერები ისხდებიან საერთო საკანში "იქ ვის გაახსენდება ცვედანი და ცვედანოობა და მერე ხავერდოვანი ხმით ვნახავთ,"-განაცხადა ინაშვილმა.

"თქვენ ხართ ამ საზოგადოებისთვის სახიფათო, თქვენ არაერთი დანაშული ჩაიდინეთ და მე ამ ხელისუფლებას მოვუწოდებ პასუხი გაგებინონ და მიგაბრძანონ ვანო მერაბისვილის და ბაჩო ახალაიას გვერდით. ჩემი პოლიტიკური გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ ეს კრიმინალური დაჯგუფება მოხვდეს ციხეში და აგოს პასუხი. როდესაც ისინი გაემგზავრებიან ციხეში იქ იზოლაციურად კი არ უნდა მოხვდნენ, უნდა მოხვდნენ საერთო საკანსი და იქ ვის გაახსენდება ცვედანი და ცვედანობა და მერე ხავერდოვანი ხმით ვინ ისაუბრებს იმაზე რა დანაშაულები ჩაიდინეს ამას ერთად ვნახავთ,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

No comments:

Post a Comment