ირმა ინაშვილი-მივმართავ ბატონ გია ნოდიას,ისიც მოემზადოს ციხეში გასამგზავრებლად
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პოლიტოლოგ გია ნოდიას ციხეში ჩასმით ემუქრება. განცხადება ინაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავის-2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" სუბრისას გააკეთა. მისი თქმით, გია ნოდიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დანაშული ჩაიდინა.
"ჩვენ ხმა მოგვცა იმ საზოგადოებამ რომელიც ითხოვს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას. დღეს რომ გამოდის გია ნოდია და ამბობს, რომ თურმე ირმა ინაშვილისთვის ხმა მიუცია იმ ადამიანებ, რომელებსაც "ნაცმოძრაობის" სისხლი წყურია და ა.შ. , მე მივმართავ ბატონ გია ნოდიას- ისიც მოემზადოს ციხეში გასამგზავრებლად. ისეთი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, იმდენი არცევნები აქვს გაყალბებული საქართველოში, რომ თუ ეს ხელისუფლება არ დასჯის მას , სხვა ხელისუფლება მოვა და ის მიაბრძანებს გია ნოდიასაც ახალაიას და მერაბიშვილის გვერდით,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
No comments:
Post a Comment