12 January 2015

უშგული CNN -ის ინსტაგრამის საუკეთესო ფოტოებს შორის

სვანეთის რეგიონის სოფლის უშგულის ფოტო CNN-მა ინსტაგრამზე 16 საუკეთესო ფოტოს შორის წარადგინა.
„CNN Travel Instagram-ზე დადებულ ფოტოზე, მოჩანს უშგულის, უძველესი საცხოვრებელი კოშკების სახურავები. ეს ტერიტორია 1996 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში." -იუწყება CNN International.
„ მე ჩემს თავს გამოცდილ მოგზაურად მივიჩნევ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთერთი ყველაზე სულისშემძვრელი და განსაცვიფრებელი სანახაობა, რაც კი ოდესმე მინახავს."- აცხადებს ინტერნეტ რეპორტიორი ჯორჯ რიშანი."

No comments:

Post a Comment