21 June 2014

“ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო ძლიერდება“

თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო ძლიერდება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. პრეზიდენტმა “ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით ნარმანია თბილისის კარგი მერი იქნება და ქალაქის მართვას ნაყოფიერად შეძლებს.
“მე ნარმანიას მივეცი ხმა ამაზე ღიად ვსაუბრობდი მანამდეც და ვამბობდი, რომ მე მას ვუჭერ მხარს და როდესაც მეორე ტური ჩატარდება, მაშინაც წავალ და მას მივცემ ხმას. ერთის მხრივ, დავით ნარმანიას მივეცი ხმა, მაგრამ ჩემი მთავარი დარდი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იყო. შევხვდი ცესკოს თავმჯდომარეს. ძალიან კარგ შთაბეჭდილება დამრჩა, ძალიან მონდომებულია ქალბატონი ჟვანია. შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ არჩევნებით თვითმმართველობის კონტექსტში საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია მოხდა. მიუხედავად რიგი დარღვევებისა და მე მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, რომ ბოლომდე მიყვნენ ყველა დარღვევის გამოძიებას – ეს არჩევნები იყო დემოკრატიული არჩევნები და დადასტურდა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

No comments:

Post a Comment