21 June 2014

„არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მქონდა რამე სათქმელი სააკაშვილისთვის; არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას რაღაცის გაზიარება უნდოდა ჩემთვის“

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ან მას ჰქონდა რაიმე სათქმელი სააკაშვილისთვის, ან სააკაშვილს უნდოდა რამის გაზიარება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ისაუბრა. 
„ჩვენ შესასვლელში გადავიკვეთეთ, საიდანაც პრეზიდენტები სადილზე შედიოდნენ. ქალბატონი სანდრაც იყო სააკაშვილთან ერთად. ქალბატონი სანდრა თბილად მოვიკითხე და შემდეგ ჩვენ გაგვიყვანეს სადილზე. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მქონდა რამე სათქმელი სააკაშვილისთვის. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს რაღაცის გაზიარება უნდოდა ამ ვითარებასთან დაკავშირებით. ადგილიც ისეთი იყო, ეს იყო არკა, რომელშიც უნდა გაგვევლო“,– განაცხადა მარგველაშვილმა.

No comments:

Post a Comment