18 September 2014

აშშ-მა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შესაძლოა, 10 მლნ გამოუყოს

აშშ- შესაძლოა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რუსული  პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გამოუყოს.
ამას ითვალისწინებს სენატორებისრობერტ მენდესისა და ბობ კორკერის მიერ ინიცირებული კანონპროქტიუკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერი აქტი 2014″, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს უყრის კენჭს.
კანონპროექტი განსაზღვრავს ნატო- წევრობის გარეშე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც აშშ-ის მთავარ პარტნიორებს და ითვალისწინებს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად”, – ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანიამერიკის ხმისადარადიო თავისუფლებისმაუწყებლობის პრიორიტეტულობას.
კანონპროექტის განხილვა სენატში დღეს, მას შემდეგ იგეგმება, რაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში.

წყარო: www.interpressnews.ge

No comments:

Post a Comment