ე. წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით „კაბელების საქმეზე“ კორუფციული სქემა იმ ადამიანის მოფიქებულია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არ ყოფილა, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა. არეშიძე ამ პიროვნების სახელს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის კაცი ჭკვიანია და ასეთ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული. „ჩემი ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო ფულის მოპარვას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ სამქეში ჩართულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არ ყოფილა. ამ ადამიანს ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა. როგორც მე ვიცი სწორედ ამ პიროვნების მიერ იყო მომზადებული თანხების მითვისების სქემა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ამუშავდა“ - განუცხადა მამუკა არეშიძემ „ასავალ დასავალს“
წყარო „ასავალ დასავალი“

No comments:
Post a Comment