„ნიკა უკვე შეირაღებული ძალების დიდი ოჯახის ნაწილი გახდა იმ 72 ბიჭთან ერთად, ვინც დღეს ფიცი დადო და აქ თვისობრივად ახალი ცხოვრება დაიწყო, განსხვავებული ცხოვრება. ბევრს შეიძენს ამ ერთი წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახურში. გამიხარდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ისეთი ბაბუები ჰყავდა, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. დანარჩენს ვნახავთ, როგორც მეუბნებიან, კარგად ჩააბარა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს მიიღებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურიდან", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანიას მეუღლის, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის განცხადებით კი, ნიკა ალასანიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება სამი კვირის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიარეს, რა დროსაც მათ ტოპოგრაფია, საცეცხლე მომზადება, სამხედრო წესდება და ტაქტიკა შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები „კრწანისის" დაცვის ასეულში ჩაირიცხებიან და ერთი წლის განმავლობაში ბაზის დაცვის ფუნქციებს შეასრულებენ.
No comments:
Post a Comment