07 November 2014

პრემიერმა რუსთავში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით, მეგობრობის გამზირზე, ახალგაზრდობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა რამინ ისმაილოვმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ მიიღეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდობის სკვერში ნერგები ქალაქის საპატიო მოქალაქეებმა, ინტელიგენციამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს.
აქციის ფარგლებში  ახალგაზრდობის სკვერში 200-ზე მეტი სწრაფად მზარდი პაულონიას ნერგი დაირგა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მარტში დაწყებულ აქციაში - ,,მწვანე მომავალი“, რუსთავი აქტიურად ჩაერთო, ქალაქის ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში 4 ათასამდე ხის ნერგი დაირგვება.

No comments:

Post a Comment