07 November 2014

პრემიერის განცხადება 7 ნოემბერთან დაკავშირებით (ვიდეო)

7 ნოემბერი არის თარიღი, რომელსაც ხალხი არასოდეს აპატიებსნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი სახელმწიფოს უახლესი ისტორიის სისხლიანი თარიღია.
მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე - სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები, ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. მინდა გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანიაიმედშიშეჭრა. ეს იყო თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ძალადობრივი გზით და რეჟიმის გამოხატულება. მაშინ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება, თავისუფლების მოყვარული ხალხი ღირსების შელახვას არასოდეს შეეგუება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



No comments:

Post a Comment