საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მთავრობასთან მის ურთიერთობაზე საუბრობს. პრეზიდენტმა გადაცემა „რეაქციაში“ აღნიშნა, რომ მასსა და ღარიბაშვილს შორის „ომი რომ ყოფილიყო, ამას საზოგადოება შენიშნავდა“:
„ომი რომ იყოს, ამას დაინახავდა საზოგადოება, ის რასაც კითხვის ნიშნებს ეძახით, ეს არის ზედაპირული, ერთად გამოვჩენილვართ, მაგრამ არც ერთად გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ თანამოაზრეები ვართ და არც არგამოჩენით ნიშნავს, რომ ომია.
როდესაც მე დამასახელა კოალიციამ, აქცენტირებული მაშინ იყო ის, რომ მე არცერთი პარტიის წევრი არ იყო, ეს იყო კოალიციის პოზიცია, რომ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს. ფაქტი ის არის, რომ მე ნარმანიას მივეცი ხმა, როცა იქნება მეორე ტური, მაშინაც წავალ და მივცემ ხმას.
ჩვენი სტრატეგიული ხედვა თანამდევია. ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, ეს არის საქართველოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და ამავდროულად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. მე იგივე ღირებულებების მატარებელი ვარ.
აქ დელიკატური მომენტია, რომ მე ერთის მხრივ ხმა მივეცი დავით ნარმანიას, მაგრამ ჩემი მთავარი დარდი იმ ღამეს და იმ დღეებში იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

No comments:
Post a Comment