„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაცხადებულ გეგმას ეხმიანება საშემოდგომოდ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების გამართვის თაობაზე და აცხადებს, რომ „ხელისუფლება აქციებს არ დაუშვებს“.
„თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებით ხალხის გამოსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია და პირდაპირ ვაცხადებ, რომ მთავრობა აქციებს და არეულობას არ დაუშვებს. ბოროტი აზრები ყველამ თავისთვის დაიტოვოს“ – განაცხადა აბაშიძემ.
No comments:
Post a Comment