17 June 2014

“ნაციონალური მოძრაობა“ შემოდგომაზე ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების გამართვას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაბის“ ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და შემოდგომისთვის „ოცნების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დააანონსა.
„ქართული ოცნების“ დაპირებების უმრაველოსობა არ შესრულდა, რაც წინა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშკარა გახდა, ხოლო პრემიერ ღარიბაშვილის ნათქვამი, თითქოსდა დაპირებულზე ბევრად მეტი შესრულდა, არის სრული ცინიზმი. როგორც ვხედავთ, „ოცნებისგან“ პოზიტიური არაფერი ჩანს, ამიტომ შემოდგომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ხალხი, ვისაც „ოცნების“ უმოქმედობა აწუხებს ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე გავალთ და ისეთ ძირითად საკითხებს წამოვაყენებთ, როგორებიცაა პოლიტიკურ კლასზე ზეწოლა, შეუსრულებელი დაპირებები და სხვა მრავალი პრობლემა“ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დღეს „პრაიმ თაიმის“ პრეს–კლუბში განაცხადა.

No comments:

Post a Comment