24 December 2014

„ნაციონალური მოძრაობა“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციების არსებობას ადასტურებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პარალმენტში საყდრისის საბადოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციებს აწარმოებს.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ცდილობენ შეთანხმებულად იმოქმედონ.

„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სერიოზული დარღვევებია, ასევე, ინტერესთა კონფლიქტიცაა და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ საყდრისზე სამუშაოები უნდა შეჩერდეს. ჩვენ სწორი ამოცანა გვაქვს და ამ თემაზე, გარკვეულწილად, „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციები მიმდინარეობს. შეთანხმებული ვართ, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ამ ორ ამოცანას მივაღწიოთ“,-განაცხადა რატიანმა.

საყდრისის საბადოს საკითხზე შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. კომისიის შექმნის მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიცია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ გამოდიან. აღნიშნულ ინიციატივაზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. 

No comments:

Post a Comment