21 June 2014

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

რიკოთის უღელტეხილის 136–152 კმ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მეწყერსაშიშ ზონაში დამცავი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა. კერძოდ, მოეწყო დროებითი დამცავი კედელი და გზის სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით, ასფალტბეტონის საფარი დაიგო. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები კვლავ განაახლა. სამუშაოების პარალელურ რეჟიმში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება.

No comments:

Post a Comment