21 June 2014

ქურდული წევრობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არიან დაკავებულნი.
სპეცოპერაცია გორში დღეს გამთენიისას ჩატარდა. დაკავებულები არიან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები. სპეცოპერაცვიის დროს დაკავებული პირების ნაწილი 2012 წლის ამნისტიის შედეგად არის გათავისუფლებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

No comments:

Post a Comment