სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის გმირთა ხეივნის განვითარება ახალი კონცეფციის მიხედვით მოხდება. კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა.
გმირთა ხეივნის ტერიტორიის ფართობი 3 ჰექტარია. ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად არის დაყოფილი, რომლის ათვისება 2 ეტაპად განხორციელდება. კონცეფციის მიხედვით, ტერიტორიაზე შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140 მეტრით, მინიმალური კი 30 მეტრით განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის და ტურიზმის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
No comments:
Post a Comment