ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს 291–ე ადგილი უკავია. მისი ქონება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"ფორბსის" ცნობით, ივანიშვილი საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელმაც თავისი ბიზნესი რუსეთში განავითარა, 2003 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა. მოკლე მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომლის რეზიდენციაც თბილისის თავზე 108,000 კვადრატული მეტრ ტერიტორიაზეა გაშენებული, 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. თუმცა, 13 თვის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მან მისია შეასრულა.
"ფორბსი" წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს მილიარდ დოლარად შეფასებულ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის პიკასოს "დორა მარი კატასთან ერთად", რომელიც ქართველმა მილიარდერმა "სოტბის" აუქციონზე 2006 წელს 95 მილიონ დოლარად შეიძინა.
"ფორბსის" რეიტინგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი გასულ წელს მსოფლიოში მილიარდერებს შორის 270-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება შარშანაც 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

,,ფორბსის"მილიარდელების სათავეში "მაიქროსოფთის" დამფუძნებელი ბილ გეთსი მოექცა. მისი ქონება 79 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მეორე ადგილი მექსიკელმა ტელეკომუნიკაციის მაგნატმა, კარლოს სლიმ ჰელუმ დაიკავა.
სიაში დაწინაურდა "ფეისბუქის" დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და 2015 წელს მე-16 ადგილი დაიკავა.
სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო სიას გამოაკლდნენ რუსი მილიარდელები. წელს მათი რიცხვი 111–დან 88-მდე შემცირდა.
No comments:
Post a Comment