03 March 2015

რუსთავის ცენტრალურ პარკში გამწვანების აქცია გაიმართა

გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო დღეს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში. ღონისძიება რუსთავის საპატრულო პოლიციის ინიციატივით, რუსთავის მერიის ორგანიზებით და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროს მონაწილეობით გაიმართა.აქციის ფარგლებში, რუსთავის პარკში 100 ძირი კაკლის ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღალკელიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეებმა კახა გუგეშაშვილმა, გიორგი პაპუაშვილმა და რუსთავის საპატრულო პოლიციის უფროსმა მიხეილ კალაძემ. 
გამწვანების აქციის დასრულების შემდეგ, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმაკულტურისა და დასვენების პარკი დაათვალიერეს.

No comments:

Post a Comment