„კიეველი მედიკოსები შეშფოთებულნი არიან, რომ ორი დღე-ღამის შემდეგაც კი, მას შემდეგ რაც წამყვანი ქირურგი იგორ შებოტინი ოპერაციის დროს საოპერაციოდან გამოაძევეს, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ სიტუაციაზე არავითარი რეაგირება არ მოახდინა“, - წერს უკრაინული მედია.
ჯანდაცვის მუშაკთა კიევის საქალაქო პროფკავშირის თავმჯდომარე ლარისა კანაროვსკაია აცხადებს, ინსტიტუტში გაუგონარი,დანაშაულებრივი ფაქტი მოხდა.
ჯანდაცვის მუშაკთა კიევის საქალაქო პროფკავშირის თავმჯდომარე ლარისა კანაროვსკაია აცხადებს, ინსტიტუტში გაუგონარი,დანაშაულებრივი ფაქტი მოხდა.
„ეს დანაშაულია! თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს საოპერაციო მაგიდაზე, როდესაც შემოვარდება ბრიგადა და ქირურგს პირდაპირ საოპერაციოდან გააძევებს. სულ მცირე უნდა გამოიცეს განკარგულება ყველა იმ ადამიანის დასჯისა ვინც ეს გაბედა“, - აცხადებს კანაროვსკაია.
კიევში, კიბოს ეროვნული ინტიტუტის დირექტორი, ერთ-ერთი წამყვანი ონკოლოგი პროფესორი იგორ შჩეპოტინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინსტიტუტის ახალმა ხელმძღვანელობამ მას აღნიშნული გადაწყვეტილება საოპერაციო ოთახში გააცნო, სადაც ოპერაცია იყო დაგეგმილი.
No comments:
Post a Comment