16 February 2015

მაესტროზე ძველი სახეები ბრუნდებიან

ტელეკომპანია “მაესტრო”-ში ძველი სახეები ბრუნდებიან. ნინო თოლორდავას შემდეგ, ტელევიზიას დაუბრუნდნენ ჟურნალისტები, ირაკლი ჩიხლაძე და ხატია ქვათაძე.
“მაესტრო” მაყურებელს განახლებული ფორმატით და საეთერო ბადით უბრუნდება. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ არხი დატოვეს საინფორმაციო გამოშვების საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნინო ჟიჟილაშვილმა, მთავარი გამოშვების პროდიუსერმა და ჟურნალისტებმა, ვახტანგ სანაიამ, მაკა ცინცაძემ და რამდენიმე კორესპონდენტმა, რის გამოც არხზე სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა.
ტელეკომპანია “მაესტრო”-ს, 13 თებერვალს  დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.

No comments:

Post a Comment