ბოლო ერთ დღეში ლარი დოლართან მიმართებაში 6 პუნქით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსის თანახმად, ხვალიდან, 20 თებერვლიდან, 1 დოლარის შეძენა 2.1472 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0839 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0633 ლარი შეადგინა.
ამას გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1464 შეადგინა.
No comments:
Post a Comment