სასტუმრო Hilton Batumi ორი შენობისგან შედგება, კომპლექსის ერთი კორპუსი სასტუმრო, მეორე კი სავარაუდოდ, საცხოვრებელი იქნება. შენობა 23–სართულიანია და სულ 248 ნომერია განთავსებული.
როგორც Hilton Batumi-ს მენეჯმენტი განმარტავს, ფასი - სტანდარტსა და ლუქსის ნომრებზე – დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და სწორედ ამიტომ საშუალო ფასი ამ დროისათვის განსაზღვრული არ არის. Hilton Batumi მომხმარებლებს სეზონურ შეთავაზებებს გაუკეთებს და ბაზარზე პრემიუმ საფასო სეგმენტში იქნება წარმოდგენილი.
Hilton Batumi-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი Pelion-ი მთელი დღის განმავლობაში იქნება ღია, ხოლო the Lobby Café Tandila და the Nephele Sky Bar მომხმარებელს ორიგინალურ პროდუქტებს შესთავაზებს.
სასტუმრო მოიცავს საკონფერენციო ცენტრს, რომელიც 120 დელეგატზეა გათვლილი. სასტუმროს აქვს ასევე წვეულებათა დარბაზი, რომელიც სამ ნაწილად არის დაყოფილი და 380 დელეგატზეა გათვლილი.
სასტუმროში განთავსებული იქნება მაღალი დონის სპა და ფიტნეს ცენტრი, ასევე აუზი,
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 30 აგვისტოს, უპირობო აუქციონის წესით, კომპანია „ტურინვესტმა” ”პანსიონატი ბათუმი” 970 000 დოლარად შეიძინა. საუბარია 4700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე დამაგრებულ შენობაზე. თავის დროზე საუბარი იყო 90 მლნ ევროს ინვესტიციებზე, თუმცა ამ ეტაპზე ინვესტიციების ზუსტ მოცულობაზე
წყარო: www.commersant.ge
წყარო: www.commersant.ge
No comments:
Post a Comment