რუსთავში
დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, ქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში და 2004 წელს სამაჩაბლოში შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაღუპული ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. მანამდე კი, დავით ჯიქია, დავით მაღლაკელიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე, თბილისში წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ წირვას დაესწრნენ. დღესვე რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს ტერიტორული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის საღამო გაიმართება.
2008
წლის
აგვისტოს
ომის
დროს
რუსთაველი
ჯარისკაცები ვახტანგ გზირიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, ლევან იოსებიძე და ბესიკ კაპანაძე ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაიცვალნენ, 2004 წელს კი სამაჩაბლოში შეიარაღებულ დაპირისპირებას რეზო ვეფხვაძე, გიორგი ბეგაშვილი და მერაბ ფილიშვილი ემსხვერპლა.
No comments:
Post a Comment