05 August 2014

რუსთავში ორი ახალი საწარმო ფუნქციონირებს (ვიდეო)

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ  რუსთავში, სს ,,პანექსისმშენებარე საწარმო მოინახულეს
ახალი საწარმო სს ,,პანექსის,“ ,,საპარტნიორო ფონდისადა  ICES-ის თანადაფინანსებით შენდება. პროექტის ღირებულება 6 მილიონ დოლარამდეამშენებლობა ორი თვის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება, მასში თანამედროვე სამშენებლო მასალის .. პოლიურეთანის სენდვიჩპანელების წარმოება მოხდება.
დღესვე ზვიად ძიძიგურმა, დავით ჯიქიამ და დავით მაღლაკელიძემ რუსთავში იაფი აგროკრედიტის ფარგლებში გაფართოვებული შპს ,,Caucas Pack“- ის საწარმოც დაათვალიერეს და მუშაპროცესს გაეცვნენ. ,,Caucas Pack“-ში შესაფუთი მასალის, პოლიეთილენის ჭურჭელისა და კონტეინერების წარმოება ხდება.  ,,Caucas Pack“- 2012 წელს გაიხსნა, ცოტა ხნის წინ კი სახელმწიფოსგან 500 ათასი ამრიკული დოლარის ოდენობის იაფი აგროკრედიტის დახმარებით, ახალი დანადგარები შეიძინეს და წარმოება გააფართოვეს.








No comments:

Post a Comment