08 July 2014

GDS-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ოქტომბრიდან ტოქშოუს წაიყვანს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში საზოგადოებრივ-შემეცნებით ტოქშოუს წაიყვანს. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიის სახელით დღეს 7 ივლისს გავრცელდა. წერილში განმარტებულია, რომ განიხილებოდა გადაცემის განთავესბა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, თუმცა, იმის გამო, რომ შესაძლოა ამ საკითხს გარკვეული კითხვები გამოეწვია, ამ მიმართულებით მუშაობა შეწყდა.
 GDS-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალი სეზონიდან განახლებული მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ.
ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი -ნი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული თოქ-შოუ, საეთეროდ “GDS production”- უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ, გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS- შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს.
ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს, იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით.
ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი, ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუ ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება".
GDS-  ბიძინა ივანიშვილის შვილს მომღერალ ბერას ეკუთვნის. ტელეკომპანია 2012 წლის აგვისტოში გავიდა ეთერში. დღევანდელი მონაცემებით ტელეკომპანია GDS სპეციალიზირებული (გასართობი) სიხშირული მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობსგასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია საინფორმაციო ფორმატზე გადასვლას გეგმავს. საინფორმაციო პროგრამების დასაწყებად მან მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება უნდა მოახდინოს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსპიკერის, ხატია ყურაშვილის თქმით, ტელეკომპანიას ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით კომისიისთვის არ მიუმართავს.


წყარო: www.media.ge

No comments:

Post a Comment